მერმა წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა

19 September, 2018

დღეს, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში,კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე(100% გრანტი) სტუდენტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი კახეთის რეგიონში 62-მა ახალგაზრდამ მოიპოვა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა დააჯილდოვა ახმეტელი სტუდენტები, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და წარმატება უსურვა. ,, ვულოცავ ყველა ახალგაზრდას სტუდენტობას, გისურვებთ ეს წლები თქვენთვის ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თქვენი განათლებითა და შრომით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში’’-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა  სიტყვით გამოსვლისას.

ახმეტის მუნიციპალიტეტში წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს:

1 - გიორგი შათირიშვილი - ქ. ახმეტის N2 საჯარო სკოლა;

2 - ქრისტინა ქისტაშვილი - ქ. ახმეტის N2 საჯარო სკოლა;

3 - ანა მებაღიშვილი - ქ. ახმეტის N2 საჯარო სკოლა;

4 - თაია გოგოჭური - ქ.ახმეტის N1 საჯარო სკოლა;

5 - ნინო წითელაური - ქისტაურის საჯარო სკოლა;

6 - მარხა ნაციშვილი - დუისის საჯარო სკოლა;

7 - ფერიდე  ქავთარაშვილი - დუისის საჯარო სკოლა;

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები წარმატებული ახალგაზრდები, რომელთაც სიტყვით მიმართეს სტუდენტებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატებები უსურვეს.

Share page