თამარის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ახმეტაში , თამარის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ხელოვნური საფარი და შეკეთდება არსებული ღობე.
სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა დაათვალიერეს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 22 349 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე ბექა ონიაშვილი ასრულებს.