საკრებულოს სხდომა # 12 - 1 სექტემბერი

3 September, 2021
1 სექტემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეთორმეტე  საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს: 

დღის წესრიგი:
 
 
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
2. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - ოლია ხოხობაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ქორეთში მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული 1939კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ა(ა)იპ „უხუცეს ქალთა საბჭო“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ახშანში მდებარე 3396კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ.
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. მაღრაანში მდებარე 47526კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოქალაქე დავით იმერლიშვილისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ.
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალების ა.(ა).ი.პ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ცენტრი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
Share page