29 დეკემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეჩვიდმეტე საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის 2018-2022 წლებისათვის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - -ილია გუმაშვილი/
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი - ნიკოლოზ დეკანოზიშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის კანონით დაწესებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ;
/მომხსენებელი - დავით შაშიაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".