საკრებულოს სხდომა # 1 - 10 იანვარი
10 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/ 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს დამტკიცებულ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მოსმენის შესახებ. /მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".