ქ.ახმეტაში კახეთის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს
➡️ქ.ახმეტაში კახეთის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ორფენიანი ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა ეზოში შესასვლელების გათვალისწინებით 937გრძ. მეტრ მანძილზე. ➡️აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება შეადგენს 415 682 ლარს. ➡️სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზამშენი 2005" ასრულებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.