Hot line : +995 599 09 96 35

საკრებულოს სხდომა # 14 - 7 დეკემბერი

8 December, 2022
7 დეკემბერს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეთოთხმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 ნოემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ალბერტი ყაზარაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის №2 საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
  /მოხსენებელი -გიორგი მამუჩარაშვილი/
3. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, სოფელ ქისტაურში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 50.10.36.373) შეძენის თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ქისტაურში მდებარე ადმინისტრაციული შენობის ს/კ 50.10.36.031 პირველ სართულზე 32.0 კვ.მ სამუშაო ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ქისტაურში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) ორი ერთეული მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (სოფლის ამბულატორიის) სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ომალოში (თუშეთი) მდებარე 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/

მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
Share page