Hot line : +995 599 09 96 35

დაძმობილებული ქალაქები

დაძმობილებული ქალაქი  - 2009 წლიდან

სახელმწიფო-უკრაინა
ბელგოროდ-დნესტროვსკი— საოლქო დაქვემდებარების ქალაქი ოდესის ოლქში, რაიონული ცენტრი. დაარსებულია ძვ. წ. IV საუკუნეში. ისტორიული პროვინციის ბესარაბიის ტერიტორია. 2008 წლის აღწერით მოსახლეობა დაახლოებით 50 500 ადამიანი ქალაქი მდებარეობს დნესტრის ლიმანზე, შავი ზღვიდან 18 კმ-ის დაშორებით, და ოდესიდან 100 კმ-ში. ქალაქი შეტანილია იუნესკოს 10 უძველესი ქალაქის სიაში, რომლებმაც შეინარჩუნეს უწყვეტი არსებობა - რომთან, ათენთან და იერუსალიმთან ერთად.

დაძმობილებული ქალაქი - 2011 წლიდან

სახელმწიფო-ლიტვა
პანევეჟისი (ლიტვ. Panevėžys, პოლ. Poniewież, 1917-მდე რუს. Поневе́ж) — მოსახლეობის მიხედვით მეხუთე ქალაქი ჩრდილოეთ ლიტვაში. პანევეჟისის მაზრისა და პანევეჟისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს მდინარე ნევეჟისის (ნემანის შენაკადი) ორივე ნაპირზე, ვილნიუსიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით 109 კილომეტრზე და კლაიპედიდან 240 კმ-ის დაშორებით. ფართობი 52 კმ2. ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია აქ ერთდება ლიტვის უმთავრესი მაგისტრალები და საერთაშორისო მაგისტრალი "ვია ბალტიკა", რომელიც ერთმანეთთან აკავშირეს ვილნიუსსა და რიგას. რკინიგზის ხაზით დაკავშირებულია ქალაქ შიაულიაისთან და ლატვიის ქალაქ დაუგავპილსთან.

დაძმობილებული ქალაქი

სახელმწიფო-ლიტვა
კლაიპედა (Klaipėda, გამოითქმის /ˈklaɪpɛdə/, გამარტ. ლიტვური გამოთქმა: [klaǐpēda]; გერმ.: Memel) — ქალაქი ლიტვაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე. ლიტვის ერთადერთ პორტს აქვს საბორნე კავშირი შვედეთთან და გერმანიასთან. ქალაქის უძველესი ხის ბოძებით მორთული შენობების ფასადები მსგავსია გერმანიის, ინგლისისა და დანიის ძველი საპორტო ქალაქების არქიტექტურის. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 161,300 ადამიანს შეადგენს. კლაიპედა ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქია.

დაძმობილებული ქალაქი - 2013 წლიდან

სახელმწიფო-მოლდოვა
იალოვენის რაიონი (მოლდ. raionul Ialoveni) — მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი იალოვენი. რაიონი იკავებს 783.49 კმ² ფართობს. მისი მოსახლეობა შეადგენს 97 704 ადამიანს (2004 წლის აღწერის მონაცემებით). მოსახლეობის სიმჭიდროვე — 124.70 კაცი/კმ²-ზე. რაიონი სულ მოიცავს 34 დასახლებულ პუნქტს, მათგან 1 ქალაქია. რაიონი იყოფა 24 კომუნად, რომლებიც აერთიანებს 33 დასახლებულ პუნქტს.

დამეგობრებული ქალაქი - 2022 წლიდან

სახელმწიფო-ისრაელი
ცენტრალური რაიონი — ერთ-ერთი ისრაელის ექვსი ადმინისტრაციული რაიონიდან, მოიცავს შარონის ხეობის დიდ ნაწილს. იყოფა 4 რეგიონალურ საბჭოდ: ფეთახ-თიკვა, რამლა,რეხოვოთი, შარონი. უდიდესი ქალაქია რიშონ ლეციონი. 2017 წლი მონაცემებზე დაყრდობით მოსახლეობა 2,115,800 კაცს შეადგენს. ამ მონაცემით ყველაზე მრავალრიცხოვანი რაიონია (ებრაელი — 88%, არაბი — 8,2%, არ კლასიფიცირდება — 4% მათი უმრავლესობა ემიგრანტია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან ნაწილობრივი ებრაელი ან ნათესავი).
Share page