Hot line : +995 599 09 96 35

საკრებულოს სხდომა # 6 - 5 ივნისი

7 June, 2024
5 ივნისს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ( ჩოლოყაშვილის #49) რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს
დღის წესრიგი:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმისწარმოების, სამართალდარღვევებისას გამოსაყენებელი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
4. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
  /მომხსენებელი - დავით აბულაძე/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ 499.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.26.31.153) აღნაგობის ფორმით, პირობიანი აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის, ქირის საწყისი საფასურისა და პირობების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ 474.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.26.31.154) აღნაგობის ფორმით, პირობიანი აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის, ქირის საწყისი საფასურისა და პირობების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
7. ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სოფელ ქისტაურის სპორტ-დარბაზის აღჭურვა სავარჯიშო ინვენტარით“ განსახორციელებლად ბულგარეთის საელჩოსგან გრანტის მისაღებად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 მაისის N22 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი- თინათინ შათირიშვილი/

Share page