Hot line : +995 599 09 96 35

საკრებულოს სხდომა # 7 - 3 ივლისი

2 August, 2024
3 ივლისს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ( ჩოლოყაშვილის #49) რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
  /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე /
2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის კანონით დაწესებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N 59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  /მომხსენებელი - კახა მამულაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ახმეტაში რუსთაველის ქუჩა N 56-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 105.36 კვ.მ ფართობის (ს/კ 50.04.43.112) - სსიპ „სამხედროგაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი202504753) ახმეტის მუნიციპალური განყოფილებისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი /
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის სსიპ „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო თხოვების ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი /
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების „MERCEDES-BENZ C220“-ის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში დამტკიცებისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი /
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზემო ალვანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 3338.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 50.01.34.623 ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი /
8. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში მდებარე 192.00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 50.04.42.641 ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი /
9. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, თუშეთში, სოფელ დართლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი) 1519.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 50.26.32.428 ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი /
10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
  /მომხსენებელი -ვანო ნასყიდაშვილი/

Share page