Hot line : +995 599 09 96 35

შეღავათიანი აგროკრედიტი

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. 

პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. 

პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არ მონაწილეობსსაკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;

2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;

3. შეღავათიანი აგროლიზინგი;

4სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში".

 

შეღავათიანი აგროკრედიტი

Share page