Hot line : +995 599 09 96 35

აგროდაზღვევა

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში და პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეეძლებათსაქართველოში მოქმედ 7 სადაზღვევო კომპანიაში:

  • ალდაგი
  • ჯი პი აი ჰოლდინგი
  • სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია
  • არდი
  • ალფა
  • თიბისი დაზღვევა
  • საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში

აგროდაზღვევის 2018 წლის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა(დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები(აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველაკულტურაზეხოლო ვაზზე 50% -ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს). ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

ასევე, გაუმჯობესდა და მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და ფრანშიზის (არანაზღაურებადი მინიმუმის) გამოქვითვის წესი. ერთი და იგივე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს ამ პროგრამით განსაზღვრული წესით. მოცდის პერიოდი მოიცავს 4 კალენდარულ დღეს.

დადგენილება 2018 წლიდ აგროდაზღვევის პროგრამის ცვლილებაზე

დადგენილება აგროდაზრვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ

დანართი # 6-ზიანის დარეგულირების სახელმძღვანელო


აგროდაზღვევა

Share page