სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

29 January, 2020
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
29 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი , მოადგილე რამაზ ბაღაკაშვილი და მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი , სოფლების - დუისი, დედისფერული და წინუბანის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის კრებაზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტული საკითხები აირჩია: სასმელი და სანიაღვრე არხების მოწყობა, წყლის რეზერვუარის მოწყობა, საბავშვო ბაღის, სკვერისა და გარე განათების კეთილმოწყობა.


Share page