Hot line : +995 599 09 96 35

საკრებულოს ბიუროს სხდომა # 10 -26 ოქტომბერი

26 October, 2022
26 ოქტომბერს 11: 00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა 5 საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგი:


1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელდების შესახებ;
/მომხსენებელი - ალბერტი ყაზარაშვილი/
3. ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ბესიკ მამიაურის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლის” და ა(ა)იპ ‘’სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ახმეტის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების’ რეორგანიზაციის (შერწყმის) თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ბ. ჩოლოყაშვილის ქუჩა N50-ში, პირველ სართულზე მდებარე 15.2კვ.მ ფართობის (50.04.42.597) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“-თვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3 (სამი) ერთეული უძრავი ქონების (სოფლის ამბულატორიები) სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/

განხილული პროექტები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
Share page