საკრებულოს სხდომა # 10 - 7 სექტემბერი
7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ბიუროს გადაწყვეტილებით, გასვლითი სხდომა სოფ. ქისტაურის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/ 2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/ 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული მებრძოლის ალექსანდრე სულხანიშვილის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 4. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ტრაგიკულად დაღუპული ბაჩუკი ფეიქრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 5. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გივი ახალაურის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მიხეილ ზურაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კაკო ბობოქაიძის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 8. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ნოდარ არუთინოვის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 9. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართველი მწერლის და საზოგარო მოღვაწის რაფიელ ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 10. ქალაქ ახმეტაში მდებარე გაგარინის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული გიორგი გამიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 11. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბინაანის ცენტრალურ ქუჩისთვის სპორტის დამსახურებული ოსტატის ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 12. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ლევან ოღაძის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 13. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 14. ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო მოედნისათვის კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 15. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/ 16. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრალური ქუჩისთვის ალავერდის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".