ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

საყოველთაო ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

2017 წლის  1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის  ჯგუფები და დაფინანსების პირობები:

სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს,  0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს: 

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ 

  • არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს  და  6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:

   • უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი.

   • არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებულიარარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები:

   • საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ

   • კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება. 

   უნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების ( ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია ) მკურნალობა და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება. 

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებსრომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტიამაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს

  • სარგებლობენ  ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

  • უნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

მოქალაქეებირომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატებასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს უნარჩუნდება მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება

ყველა მოქალაქეს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვნად სარგებლობა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებულ,  100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

გააზიარე