ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
  • სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 80 000-მდე, მრავალშვილიანი ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა);
  • ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემებით, ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე);
  • უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);
  • დიაბეტით და ფერმენტოპათიით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე:
  • დაუნის სინდრომის მქონე პირები;
  • აუტიზმის სპექტრის მქონე პირები.
  • კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები;
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირები, ვეტერანები
  • ლოგინს მიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირები:
  • 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;
  • 100 წლის ასაკს გადაცილებული პირები.
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;
  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;
  • გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;
  • უსინათლოები;
  • უპატრონო მიცვალებული;
  • სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
  • პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაზიანდა;
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირები;
  • ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
  • ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტების ბენეფიციარები;
  • ძალადობის მსხვერპლი პირები (ბინის ქირით უზრუნველყოფა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად)
  • ოჯახები პირველი,მეორე და ტყუპი ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;
  • ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები(ბავშვის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად);
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები,         ახმეტის           მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე           ფაქტობრივად            მცხოვრები,            ეკონომიურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების    გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;
  • სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:
  • ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციის (სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე გადაუდებელ შემთხვევებში,ცერებრალური დამბლით დაავადებული, ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა).გადასახდელი თანხის 50%-მდე (300 ლარიდან ზემოთ) წელიწადში არა უმეტეს 2000 (ორი ათასი)ლარისა დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 120 000 -მდე, დაფინანსდებიან გადასახდელი თანხის 70 %-მდე, არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა; 18 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონარული მომსახურება დაფინანსება 100 %-ით, თუ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000 -მდე (არა უმეტეს 2000 ლარისა);
  •    
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირების შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, - წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარი; ვეტერანები - წელიწადში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების, სოციალურად დაუცველი 65000- 80000-ს (ქულამდე) და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (18 წლამდე) – 400 (ოთხასი) ლარი (საახალწლო კალათი - 200 ლარი, სააღდგომო კალათი - 200 ლარი);
  • უდედმამო ბავშვებისათვის (18 წლამდე) - 400 (ოთხასი) ლარი (საახალწლო კალათი - 200 ლარი, სააღდგომო კალათი - 200 ლარი);
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მუდმივად მცხოვრები ოჯახები - 400 (ოთხასი) ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ -200-200 ლარი);
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახებისთვის 15 კუბურ მეტრამდე მე-2 ხარისხის მერქნის (საშეშე მერქნის მოცულობამოთხოვნის შესაბამისად) შეძენის საფასური - თითოეულ ოჯახზე 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე;
  • 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ - 400 ლარი;
  • ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას - 200 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას - 250 ლარი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითო ბავშვზე 250 ლარი;
  • უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 300 ლარი;
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის - არაუმეტეს 1800 (ათას რვაასი)ლარი, ყოველთვიურად - 150 ლარი;
  • უსინათლოთათვის დახმარება წელიწადში ერთხელ - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;
  • რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;
  • დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;
  • აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან - წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 2000 ( ორი ათასი) ლარისა;
  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 500 (ხუთასი) ლარი;
  • ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის - 500 (ხუთასი) ლარი;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე შშმ ვეტერანთა დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის - 700 (შვიდასი) ლარი;
  • ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარი (დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით)
  • სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველსაყოფად - ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში;
  • ლოგინს მიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დახმარება ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად100 (ასი) ლარის ოდენობით.
  • დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
  • უფასო კვების ობიექტის დაფინანსება- გამოყოფილი ასიგნების ოდენობით;
  • 100 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ - 600 ლარი;
  • კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება ოჯახის გაძლიერების მიზნით წელიწადში - არა უმეტეს 1200 (ათასი) ლარისა, ოჯახში ბავშვთა რაოდენობის და სოციალური პირობების გათვალისწინებით (კომისიის გადაწყვეტილებით)
  • ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირით უზრუნველყოფა (ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, საჭიროების შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში.
გააზიარე