დასუფთავების აქცია ახმეტის მუნიციპალიტეტში
დღეს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , ახმეტის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციაში კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, მერის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის,ორგანიზაციების, საჯარო სკოლების და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში მდინარეების სანაპიროები და მიმდებარე ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩებნებისგან დაასუფთავეს. ღონისძიება საქართველოს ,,მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს'' ორგანიზაციის ორგანიზებით, პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო''ფარგლებში ჩატარდა.