მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
- ახმეტის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
- 15 იანვარს საერთო კრება სოფ.ხოდაშენში, სოფ ქისტაურსა და სოფ.მატანში ჩატარდა.
- მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
- მათ მოსახლეობას 2019 წლიდან ამოქმედებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია , რომლის მიხედვითაც , თავად სოფლის მაცხოვრებლები გადაწყვეტენ თუ რა პრობლემის მოსაგვარებლად დაიხარჯოს სოფლისთვის განკუთვნილი თანხა,
- „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კონსულტაცია ყველა სოფელში გაიმართება. 18 იანვარს საერთო კრება ჩატარდება სოფელ დუისში, ომალოსა და ჯოყოლოში.