ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

ძეგლთა დაცვის განყოფილება

ძეგლთა დაცვის განყოფილება არის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურს დაქვემდებარებული.

ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
  • ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას;
  • ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-პატრონობას, აღრიცხვას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას;
  • ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
  • მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
გააზიარე