“ინტერნეტი განვითარებისთვის”
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას - “ინტერნეტი განვითარებისთვის”, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმართება უფასო ტრენინგები - ციფრულ წიგნიერებაში და ელექტრონულ ბიზნესში.
- ტრენინგები ჩატარდება 5 მაისს,ახმეტის კულტურის სახლის ბიბლიოთეკის დარბაზში - 11:00 საათზე.
- შეხვედრის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.
- პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.