მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგი ჩატარდა
18-21 ივნისის ახმეტის მუნიიცპალიტეტის მერიაში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერებმა ჩაატარეს მოკლევადიანი პრაქტიკულ სასერთიფიკატო კურსი თემაზე - საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა.სწავლებას მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეთათვის საქმიანი ურთიერთობისას საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; საქმიანი ქაღალდების მომზადება ენობრივი ნორმების
გათვალისწინებით; საქმიწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; ცოდნის გაღრმავება საქმისწარმოების ეფექტურად წარმართვის მიმართულებებით; მსმენელების აღჭურვა იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც
დაეხმარება მათ საჯარო სამსახურში საჭირო ზეპირი თუ წერილობითი კომუნიკაციისას და საქმისწარმოებისას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ეფექტურად
გამოიყენება.