სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში
➡წუხელ, პანკისის ხეობაში ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, დააზიანა სოფლების-დუმასტურისა და ჯოყოლოს დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი გზა.
➡ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადიდდა მცირე ზომის ხევები, რის შედეგადაც
დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ზარალი მიადგა ბაბანეურის, არგოხისა და მაღრანის მოსახლეობას.
➡დილიდან ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური და მობილიზებულია ტექნიკა.მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
✅სტიქიის ზონაში იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი - იოსებ ქარუმაშვილი,კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები,რომლებიც ადგილზე ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს.