ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

საკრებულოს სხდომა # 14 - 2 სექტემბერი

7 სექტემბერი, 2020
2 სექტემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეთოთხმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა: 

დღის წესრიგი:
 
 
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  / მომხსენებელი - დავით აბულაძე/
2. 2020 წლის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად საარჩევნო სუბიექტებისათვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის დამტკიცების შესახებ;
  / მომხსენებელი - დავით აბულაძე/
3. 2020 წლის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად (გამოსაფენად) ადგილების განსაზღვრის შესახებ;
  /მომხსენებელი - დავით აბულაძე/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მდებარე 20კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ.
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე 314კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას (საპარკინგე ადგილის მოსაწყობად) საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ზემო ხოდაშენში მდებარე 425კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ყვარელწყალში მდებარე 1066კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/

მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
გააზიარე