საკრებულოს სხდომა # 8 - 7 აგვისტო
7 აგვისტოს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ( ჩოლოყაშვილის #49) რიგით მერვე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/ 2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივნისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/ 3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივნისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/ 4. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმისწარმოების, სამართალდარღვევებისას გამოსაყენებელი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივნისის N12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე; /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/ 5. „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/ 6. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 დეკემბრის N57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; /მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/ 7. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 06 მარტის N8 განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესხებ; /მომხსენებელი - ნიკოლოზ დეკანოზიშვილი/ 8. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი - დავით აბულაძე/