შპს „ფერის“ წარმოდგენილი - ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდ. სამყურისწყალზე 27 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სამყურისწყალი 2 ჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის განცხადება
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში შპს „ფერის“ მიერ წარმოდგენილია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდ. სამყურისწყალზე 27 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სამყურისწყალი 2 ჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის განცხადება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/373). გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 19 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.