9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა
ქალაქ ახმეტაში 9 აპრილის სახელობის სკვერში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ადგილზე ჩატარდა თემატური ღონისძიება.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.