ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

ახმეტაში ერეკლე მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ჩატარდა

2 May, 2018

ახმეტის საცხენოსნო კლუბის პრეზიდენტის იმედა სისაურის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრითა და  საქართველოს საცხენოსნო კლუბების ფედერაციის და სპორტული ფედერაციის გადაწყვეტილებით ახმეტაში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, გაიმართა დოღი, რომელიც მიეძღვნა ერეკლე მეფის ხსოვნას და გათამაშდა მისი სახელობის თასი.

შეჯიბრება გაიმართა სამ სახეობაში;

1-ინგლისური წმინდა სისხლი-2კმ.დისტანციაზე გამარჯვებული გახდა საბა ეხვაია (ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი "ხარება");

II ადგილი დაიკავა ქერიმ გაურგაშვილმა (ახმეტა);

III ადგილი-ისლამ ალხანაშვილი (ახმეტა).

2-უმაღლესი სისხლი: არაბული, ინგლისური, ახალთექური, კაბარდინული ჯიშები-2კმ. დისტანციაზე გამარჯვებული გახდა საბა ეხვაია (ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი "ხარება");

II ადგილი დაიკავა რუსლან აჭიშვილმა (ახმეტა);

III ადგილი-ბაჩი სიმონია (ახმეტა)

3 -ყველა სახეობა-6კმ. დისტანციაზე გამარჯვებული გახდა ისლამ მაჩალიკაშილი (ახმეტა);

II ადგილი დაიკავა ქერიმ გაურგაშვილმა (ახმეტა);

III ადგილი- თამაზ სისაური ( გუნდურში; თიანეთი).

გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, დიპლომები და ფულადი პრიზები.

 

გააზიარე