ახმეტაში ეტალონი გაიმართა

17 ოქტომბერი, 2018

16 ოქტომბერს, ახმეტის კულტურის სახლში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის, ინტელექტუალური შეჯიბრი - „ეტალონი“-ს მუნიციპალური ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობას 68 რჩეული მოსწავლე იღებდა.

2018-2019 სასწავლო წლის „ახმეტის ეტალონი მოსწავლე“ გახდა სოფელ აწყურის მე-11 კლასის მოსწავლე - ნუკრი გოგიჩაიძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს რესპუბლიკის მასშტაბით, თბილისში გამართულ ღონისძიებაში და იბრძოლებს "საქართველოს ეტალონი მოსწავლის" სახელის მოსაპოვებლად.

ღონისძიებას ესწრებიან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - ზაზა მიგრიაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი - ფიქრია (ოლია) ხოხობაშვილი და ახმეტის რესურსცენტრის უფროსი - მანანა ნადიბაიძე.

გააზიარე