ახმეტაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

2 იანვარი, 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წინასაახალწლო ღონისძიება ახმეტაში სოფო გელოვანის, მაგდა ნიკოლეიშვილის, თემურ თათარაშვილის და გაგა ფრანის კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში ჩოლოყაშვილის სახელობის მოედანზე მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა. ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. აგრეთვე, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები და საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. #2იანვარიახმეტა #ახალიწელი2023 #ახალიწლისდღეები

 

გააზიარე