გაზიფიცირებასთან დაკავშირებული შეხვედრა მოსახლეობასთან.
✅ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში -არაშენდა, ახშანი და ახშნის ველები, 2019 წლიდან გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყება.
✅,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის"გენერალური დირექტორის -ჯაბა ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა 2020 წლის პირველ ნახევარში უკვე შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას.
✅მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.