,,გიორგი ანწუხელიძის სახელობის თასი 2018’’

5 ნოემბერი, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში,  „თუშეთის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში.

ტურნირს საფუძველი  2016 წელს ჩაეყარა და ყოველწლიურად ტარდება.

ფინალურ თამაშს ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული,მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი,ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი და კახეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული გმირის ოჯახმა თუშეთის განვითარების ფონდისგან საჩუქრად ფულადი თანხა მიიღო.. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა კი ომში დაღუპული გმირის შვილებს, სიმბოლურად, საქართველოს ნაკრების მაისურები გადასცა.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას კახეთის 11 გუნდი იღებდა.

გამარჯვება და გარდამავალი თასები სანიორე-ნაფარეულის გუნდმა "ლოპოტამ" და ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

გააზიარე