„ინტერნეტი განვითარებისთვის“ -კონსულტაციები რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტებისათვის
ოთხშაბათს, 12 სექტემბერს, 11:00 საათზე ახმეტის მერიის მე-3 სართულზე გაიმართება პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ საპილოტე პროექტის პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე ჯობავა ადგილობრივ მედიასა და საზოგადოებას გააცნობს რეგიონში დაგეგმილ აქტივობებს. აღნიშნული აქტივობები მოიცავს კონსულტაციებს რეგიონში მოქმედი ბიზნესებისთვის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროდან (კერძოდ - სასტუმროებს, სასტუმრო სახლებს და გასაქირავებელ ბინებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტებს). კონსულტაციები დაიწყება 17 სექტემბრიდან. შემდგომი 2 თვის განმავლობაში კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან დაარეგისტრირონ საკუთარი ობიექტები ინტერნეტ-პლატფორმებზე, შექმნან და მართონ კონტენტი და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.
პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისათვის“ წარმადგენს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ერთ-ერთ კომპონენტს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.