ქონების მართვის განყოფილება
ქონების მართვის განყოფილება არის ეკონომიკის სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება
ქონების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოების წილების, აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;.
- წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე
- წინადადებებისა მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;;
- წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
- მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ზედამხედველობა
- ახმეტის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება მერის შესაბამისი დავალების საფუძველზე
- მოიჯარეთა მიერ მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით დადებული საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლი (პირობების შესრულება, საიჯარო ქირის გადახდა);.
- ახორციელებს სრულ მონიტორინგს მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე;
- საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.