ლიეტუვისა და ლატვიის დელეგაციის ვიზიტი ახმეტის მუნიციპალიტეტში
ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის ლიგატნესა და ლიეტუვის პანევეჟისისა და კლაიპედას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს იოსებ ქარუმაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს თამარ ყეინიშვილს და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებს.ერთმანეთს დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს სხვადასხვა სფეროებში და განსაზღვრეს 2019 წლის ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტები.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს კახეთის ღირსშესანიშნაობები , ტურისტული ადგილები, ესტუმრნენ ,,ბადაგონის’’ ღვინის ქარხანას, იმყოფებოდნენ რთველში,სადაც დაკრიფეს ყურძენი. ასევე დაათვალიერეს ქალაქ ახმეტის N2 საბავშვო ბაღი, ჩაატარეს ჰუმანური პედაგოგიკის მასტერკლასი და დაესწრნენ აღსაზრდელების მუსიკის გაკვეთილს.
ახმეტის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია ლატვიის ლიგატნესა და ლიეტუვის პანევეჟისისა და კლაიპედას მუნიციპალიტეტთან არის დამეგობრებული. მეგობრობა მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას ისეთ სფეროებში როგორიცაა: სოციალური საკითხები, კულტურა, სპორტი, სოფლის მეურნეობა და სხვა.