ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

,,მეცხვარის დღე-თუშეთობა-2018’’ 4 აგვისტო

1 აგვისტო, 2018

სოფ.ომალო, ვიზიტორთა სახლის მიმდებარე პარკი.

ღონისძიებების გეგმა:

08.00-12.00 - მოსამზადებელი სამუშოები;

ღონისძიების ჩატარების ადგილზე დილიდანვე გაშლილი იქნბება  ფაცხები,სადაც გამოიფინება ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. მოეწყობა ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

თუშეთის მუზეუმი მოაწყობს თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველ ტრადიციულ კუთხეს, აგრეთვე გამოფენს იმ სამუზეუმო ექსპონატებს,რომელიც დამთვალიერებელს წარმოადგენას შეუქმნის მთის მცხოვრებთა წარსულზე, კულტურაზე, ტრადიციებზე. აქვე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ თვითონ დაესწრნენ ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების დამზადების პროცესს.

თუშეთის დაცული ლანდშაფტის და ეროვნული პარკის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეების მიერ წარმოდგენილი იქნება ტურისტული მარშუტების გრაფიკები - საცხენოსნო, სამანქანო  და საფეხმავლო ტურების გათვალისწინებით.

13.00 - დოღი,გამარჯვებულების დაჯილდოება;

13.20 - თუშეთში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია (თუშეთის დაცული ლანდაფტის ადმინისტრაცია)

13.30 - მშვილდოსნობა.

13.45 - სამუზეუმო კუთხის დათვალიერება;

14.00 - ტრადიციული თუშური სამზარეულოს კერძების დეგუსტაცია;

სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში სტუმრებს ექნებათ საშუალება თუშური გარმონისა და სიმღერის ფონზე მიიღონ მონაწილეობა მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ტრადიციული თუშური კერძები და სასმელი.

14.00 - ღონისძიების ოფიციალური გახსნა;

14.45 - ახალგაზრდა და გამოცდილი მწყემსების კურთხევა-დაჯილდოება;

15.00 - მოწვეული მომღერლებისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი;

15.15 - შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან,ფერმერებთან და მწყემსებთან;

16.00 - მოწვეული სტუმრებისა და მონაწილეების გამასპინძლება სადილით;

20.00 - კოცონი, ფილმის - ,,თუში მეცხვარე’’ ჩვენება ღია ცის ქვეშ:

 

გააზიარე