მიმდინარეობს ყაზბეგის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია
↘️ქ.ახმეტაში, ყაზბეგის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ორფენიანი ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა ეზოში შესასვლელების გათვალისწინებით 942 გრძ. მეტრ მანძილზე. ➡️აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება შეადგენს 217,600 ლარს. ➡️სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,ბახტრიონი 2012“ ასრულებს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.