,,მხიარული სტარტები''

28 ნოემბერი, 2022




ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ზურაბ ფილაშვილის ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით 25 ნოემბერს ახმეტაში ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის ძიუდოს დარბაზში მუნიციპალური სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა იღებდა.

სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტული დაბრკოლებების გადალახვაში ეჯიბრებოდნენ, სადაც გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს.

სკოლებს შორის გამარჯვებული გუნდი გახდა და მიმდინარე წელს ჩატარებულ ,,მხიარულ სტარტებში“ უკვე მეორედ პირველი ადგილი დაიკავა ქ.ახმეტის N2 საჯარო სკოლამ;

მეორე ადგილი დაიკავა ზემო ალვნის N2 საჯარო სკოლამ;

მესამე ადგილი დაიკავა ქ.ახმეტის N3 საჯარო სკოლამ;

ღონისძიება გაფორმებული იყო სხვადასხვა სახის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო სხვა გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და მედლები.

ღონისძიებაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა მადლობის სიგელი გადასცა კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილეს თამაზ ხინჩლაშვილს მუნიციპალური სპორტის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის.







გააზიარე