“ნიკო კეცხოველის პრემია -აღმოაჩინე საქართველო’’
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსს “ნიკო კეცხოველის პრემია- აღმოაჩინე საქართველო”. ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლისა და ქალაქ ახმეტის I საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს პირველი ეტაპი და მეორე ტურში გადავიდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა წარმატებული მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვეს.