საკრებულოს სხდომა # 13 - 27 აგვისტო
27 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეცამეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/ 2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - ნათელა ექვთიმიშვილი/ 3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - დავით აბულაძე/ მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".