საკრებულოს სხდომა # 16 - 17 დეკემბერი

21 დეკემბერი, 2021

 
17 დეკემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეთექვსმეტე საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს:  
 

დღის წესრიგი:
 
  1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
  /მომხსენებელი -ვანო ნასყიდაშვილი/
2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ნათელა ექვთიმიშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი -ვანო ნასყიდაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - ნათელა ექვთიმიშვილი/
5. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  /მომხსენებელი - დავით აბულაძე /
6. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  /მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
7. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
8. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
9. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
 
 
გააზიარე