საკრებულოს სხდომა # 3 - 4 მარტი
4 მარტს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მესამე საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი - თამარ ყეინიშვილი/ 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მოძრავი ქონების („ნაგავმზიდი“ ავტომობილი „ISUZU NPR”, VIN კოდი: NNANPR71LO2027463N, გამოშვების წელი-2007) ააიპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გარეგანათების სამსახურისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/ 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700კვ.მ მიწის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ; /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".