საკრებულოს სხდომა # 3 - 6 მარტი

5 მარტი, 2024
6 მარტს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ( ჩოლოყაშვილის #49) რიგით მესამე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თორმეტი საკითხი განიხილეს
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
  /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 7720.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 50.04.45.240 ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საბუეში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 3673.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 50.13.31.063 ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მაღრაანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 11136.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 50.09.31.553 ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ჯოყოლოს ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 50.07.31.048) ნახევარსარდაფში მდებარე 53.00კვ.მ სამუშაო ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ახმეტაში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 1200.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.04.41.264) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებისა და პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
8. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ქისტაურში მდებარე 4250.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის (50.10.36.382) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებისა და პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
9. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე 35.00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 50.04.42.562) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
10. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ახმეტაში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 234.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.04.41.263) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
11. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მარაგების სახით არსებული მეორადი ლითონის (ჯართი) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებისა და ელექტრონული, პირობიანი აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
12. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ქორეთში მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული 1939კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (ს.კ50.05.31.468) ა(ა)იპ „უხუცეს ქალთა საბჭო“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
 /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/

გააზიარე