საკრებულოს სხდომა # 5 - 1 მაისი
1 მაისს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ( ჩოლოყაშვილის #49) რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს (მეშვიდე და მერვე საკითხი გაითხოვა მერიამ დაზუსტების მიზნით)
დღის წესრიგი:
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე / 2. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) GmbH - მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ბახტრიონის ტყე-პარკში უფუნქციოდ არსებული სვეტების რენოვაცია და ახალი ფუნქციის მიცემა, გადმოსახედი და პარკის კეთილმოწყობა“ განსახორციელებლად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) GmbH გრანტის მისაღებად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ. /მომხსენებელი - ნინო არაბული/ 3. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) GmbH - მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ციხე-ქალაქ კვეტერას ინტერპრეტირებული მარშრუტი“ განსახორციელებლად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) გრანტის მისაღებად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ /მომხსენებელი - ნინო არაბული/ 4. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სოფელ ქისტაურის სპორტ-დარბაზის აღჭურვა ტრენაჟორებით“ განსახორციელებლად ბულგარეთის საელჩოსგან გრანტის მისაღებად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებვ /მომხსენებელი - ნინო არაბული/ 5. გოეთეს ინსტიტუტის საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი“ განსახორციელებლად გოეთეს ინსტიტუტისგან გრანტის მისაღებად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ. /მომხსენებელი - ნინო არაბული/ 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ქისტაურში მდებარე 4250.00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის (ს/კ-50.10.36.382) განმეორებითი პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით, 30%-იანი ფასდაკლებით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ 474.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.26.31.154) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 8. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ 499.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.26.31.153) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 9. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ შახვეტილაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 3601.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 50.13.32.149 ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 10. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N50-ში მდებარე შენობის (ს/კ 50.04.42.597) II-სართულზე 10.4კვ.მ ფართობის ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 11. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ჯოყოლოში მდებარე შენობის (ს/კ 50.07.31.048) პირველ სართულზე არსებული 151,50კვ.მ ფართობის ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“-სთვის (ს/კ 224631682) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 12. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მარაგების სახით არსებული მეორადი ლითონის (ჯართი) განმეორებითი პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით, 30%-იანი ფასდაკლებით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/