შეხვედრა ახმეტაში - „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამასთან“ დაკავშირებით.

1 თებერვალი, 2023
7 თებერვალს, ახმეტაში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" პროექტის - "ორგანული სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, ატარებს შეხვედრას „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამასთან“ დაკავშირებით.

პროგრამის მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად.

პროგრამის ამოცანაა ბიოწარმოების მსურველი პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას:

• ბიოწარმოების სერტიფიცირება;

• საკონსულტაციო მომსახურება;

• ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა;

• ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა;

• თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.

პროგრამის განმახორციელებელი სოფლის განვითარების სააგენტო. კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

შეხვედრას ჩაატარებენ ელკანას დარგობრივი კონსულტანტები, სადაც დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია ბიოწარმოებასა და პროგრამის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 598 370 751 ან 555 263 368.

მისამართი : ახმეტა, მერიის შენობა ( ქალთა ოთახი)

დასაწყისი : 13:00 სთ.

გააზიარე