საკრებულოს ბიუროს სხდომა # 14 - 29 დეკემბერი

29 დეკემბერი, 2021

29 დეკემბერს, 11:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს და მორიგი საკრებულოს სხდომის თარიღი და დღის წესრიგი შეიმუშავეს. სხდომა 10 იანვარს , 11 საათზე გაიმართება.


დღის წესრიგი:


1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს დამტკიცებულ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მოსმენის შესახებ.
/მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/

ბიუროს მიერ დამტკიცებული დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
გააზიარე