საკრებულოს ბიუროს სხდომა # 4 - 29 მაისი
29 მაისი 11 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა ( ჩოლოყაშვილის #49) .
დღის წესრიგი:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/ 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ. /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/ 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/ 4. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. /მომხსენებელი - დავით აბულაძე/ 5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ 499.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.26.31.153) აღნაგობის ფორმით, პირობიანი აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის, ქირის საწყისი საფასურისა და პირობების დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ 474.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.26.31.154) აღნაგობის ფორმით, პირობიანი აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის, ქირის საწყისი საფასურისა და პირობების დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/