საკრებულოს სხდომა # 15 - 7 ოქტომბერი
7 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი, რიგით მეთხუთმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ დუისში მდებარე ძირითადი ქონების (დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის, დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობიდან 508.4კვ.მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული 1163.0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო ნუსხისა და პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/ 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის შვებულებაში გასვლის ცნობად მიღების შესახებ. /მომხსენებელი - დავით შაშიაშვილი/ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღის წერიგით გათავალისწინებული საკითხი უკან გაიწვია შესწავლის მიზნით, ხოლო საკრებულომ ცნობად მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის შვებულებაში გასვლა.