საკრებულოს ბიუროს სხდომა # 3 - 30 მარტი

30 მარტი, 2022
30 მარტს 11: 00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო გაიმართა. ბიუროს წევრებმა 10 საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგი:


1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - დავით აბულაძე/
3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
8. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
9. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
10. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი /

ბიუროს მიერ დამტკიცებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
გააზიარე