3 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მერვე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
2. ,,თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების-სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ალბერტი ყაზარაშვილი/
3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - დავით აბულაძე/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".